რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება იზღუდება

2022-12-27 00:44:48

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

მეტალურგიული ქარხანის მ/ტ წყალსადენის ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუყდება:

ფიროსმანის N38, 41, 41ა, მშენებელთა N50.

მე-12 მკრ-ნი N1 წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:00 საათიდან  15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

მე-12 მკრ-ნი N 1-ს.

მე-7 მკრ-ნი N17 მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:30 საათიდან 14:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

მთლიანად მე-7 მკრ-ნს გარდა N23, 24, 25, 26, 27-ისა.

მე-12 მკრ-ნი N19 წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 13:00 საათიდან 15:00 საათამდე:

მე-12 მკრ-ნი N 18, 19-ს.