იტალიაში, ნეაპოლში 31 წლის ქართველი დააკავეს.
ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ქართველმა კაცმა ორი ტელეფონი მოიპარა, რის გამოც მეპატრონესთან კონფლიქტი ჰქონდა. ადგილზე პოლიციის მისვლისთანავე ქართველი გაიქცა და ერთ-ერთ სახლში დაიმალა.
სამართალდამცავები გაქცეულს დაედევნნენ და მისი დაკავება სცადეს, რა დროსაც საქართველოს მოქალაქე პოლიციელს თავს დაესხა.
სამართალდამცავება 31 წლის ქართველი ქურდობისა და პირისთვის ფიზიკური დაზიანების მიყენებისთვის დააკავეს.