რიკოთის უღელტეხილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა ჯერ გზის დამცავ ჯებირს, შემდეგ კი 50 წლამდე მამაკაცს შეეჯახა, რომელიც ადგილზევე დაიღუპა.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.