მაზლმა რძალი მოკლა

2022-12-22 20:05:21

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში ქალი მოკლეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით,  73 წლის ქალი ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის გამო 80 წლამდე მაზლმა მოკლა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია, სავარაუდო, დამნაშავე და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.