მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ესწრება

2022-12-22 11:32:42

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ესწრება. ყოფილი პრეზიდენტი დისტანციურ რეჟიმში "ვივამედიდან" ერთვება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენებას მისცემენ ექსპერტები. მათ შორის, სასამართლოში იმყოფება ამერიკელი ექსპერტიც - ერიკ დევიდ გოლდ სმიტი, რომელმაც სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის შედგენაში მონაწილეობა მიიღო.

სხდომას ესწრებიან სააკაშვილის მშობლები და მხარდამჭერები.