მგლების შემოსევა - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში - იორის ხეობაში მტაცებელმა 100-მდე ცხვარი დაგლიჯა.
მწყემსების ინფორმაციით, საქონლის ნაწილი დაკარგულია, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
მეპატრონე ვარაუდობს, რომ ფარას მგლების ხროვა შეესია. სადგომზე მისულებს, 1 000 სული ცხოველიდან ადგილზე არცერთი დახვდათ. ზარალი ათასობით ლარს აჭარბებს. ეს წელს, ზამთრის საძოვრებზე მგლების შემოსევის პირველი ფაქტია.