თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავტობუსის დაჯახების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, 305 ნომერი ავტობუსი ფეხითმოსიარულეს დაეჯახა, რომელიც მიღებული მძიმე დაზიანებების გამო, კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
დამატებითი დეტალები უცნობია.