"ლიბერთი ბანკის" ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში ხანძარი გაჩნდა.
გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბანკიც. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან ინციდენტი არასამუშაო დროს მოხდა. დაზიანებულია საფინანსო ორგანიზაციის კუთვნილი ინვენტარი.
"დღეს დილით, ბათუმში, ფარნავაზ მეფის 62/64 მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალში ხანძარი არასამუშაო დროს, გამთენიისას, გაჩნდა. დაზიანებულია მხოლოდ ბანკის კუთვნილი ინვენტარი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბათუმში ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" შენობას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.