ინცინდენტი პირდაპირ ეთერში

2022-12-20 15:42:59

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ნიკა ოსაძის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად აქტიურ რეჟიმში ახორციელებს.