"ხვალ მე მოვხსნი კანდიდატურას თუ არადა შენ მოხსენი" (ვიდეო)

2017-10-19 12:37:45

„თუ სამი სხვადსხვა პარტიიდან მე კენჭი მაქვს ნაყარი, ხვალ მე მოვხსნი კანდიდატურას თუ არადა შენ მოხსენი, ხარ სიტყვის კაცი?!“ კანდიდატურის მოხსნა პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზვიად დოლიძემ, „ხალხის პარტიის“ მაჟორიტარ დეპუტატს ერეკლე დოლიძეს, მას შემდეგ შესთავაზა რაც „ხალხის პარტიის“  კანდიდატმა, ზვიად დოლიძეს ბრალი  წარსულში სამი სხვადსხვა პარტიის წევრობაში დასდო.

ერეკლე დოლიძის განცხადებით, მას აქვს სამი სურათი ნანახი, სადაც ზვიად დოლიძე სამ სხვადსხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდა.

სიტყვიერი დაპირისპირება ინტერნეტ გადაცემა „თავისუფალ არჩევანში მოხდა“.  გადაცემაში მე-9 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატები იყვნენ მოწვეული. გადაცემა დროზე ადრე დატოვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზვიად დოლიძემ. მან მიზეზად მოუცლელობა დაასახელა. ნახეთ ვიდეო.