იტალიაში 23 წლის ქართველი დააკავეს

2022-12-18 18:25:52

იტალიაში 23 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ნეაპოლში სამართალდამცავები პრევენციის მიზნით შემოწმებებს ატარებდნენ, რა დროსაც დაინახეს, რომ 23 წლის ქართველმა კაცმა ქალს ტელეფონი მოჰპარა.

ქართველი იტალიელმა სამართალდამცავებმა დააკავეს, ტელეფონი კი მეპატრონეს დაუბრუნეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები