ავტომობილი ბორდიურზე ავარდა და განათების ბოძს შეეჯახა

2022-12-17 21:51:30

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი  ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კიგანათების ბოძს დაეჯახა.

ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრშიაცხადებენ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს კლინიკაში არავინ გადაუყვანია.

დეტალებს შსს-სთან ვარკვევთ.