2021-12-17 18:08:49
    
		
		
			რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე მომხდარი საგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქალი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ქვეითთა გადასასვლელზე წაიქცა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა. პაციენტს მენჯ-ბარძაყის არეში მოტეხილობა აღენიშნებოდა, ჩაუტარდა შესაბამისი დახმარება და უკვე ბინაზე გაეწერა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყოს საპატრულო პოლიცია.