"გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება"

2022-12-17 13:30:11

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ახალი თავდაცვის კოდექსით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ერთი წლით გადავადება  10 000 ლარი ეღირება.

მინისტრის განმარტებით, მათ ვისაც ჯარში გაიწვევენ, გაწვევის გადავება მხოლოდ ერთხელ შეეძლება.

"გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება. თანხის საშუალებით გადავადება ყველას არ შეეხება. მაგალითად, შესაძლოა იყოს ადამიანი, ვისაც მიზეზი არ გააჩნია, თუმცა არ მოხვდეს სავალდებულო ჯარის გასაწვევთა სიაში. 10 000 ლარის სანაცვლოდ ერთი წლის გადავადების შემდეგ, მოქალაქე ისევ მოხდება პირის გაწვევა“,- განაცხადა მან.

მისივე თქმით, უკვე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები გადავადების შესახებ ძალაში რჩება, როგორიცაა: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები და სხვა.

"სამი წელი ინტენსიურად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ თავდაცვის ახალი კოდექსი სამართლიანი ყოფილიყო, რასაც მაქსიმალურად მივაღწიეთ. მე გამაკრიტიკეს სავალდებულო ჯარი რომ არ მაქვს გავლილი, მაგრამ მქონდა ობიექტური მიზეზი - ვიყავი მრავალშვილიანი და სტუდენტობისას სამხედრო კათედრა გავიარე. უკვე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები გადავადების შესახებ ძალაში რჩება, როგორიცაა: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები და სხვა“, - განმარტა ჯუანშერ ბურჭულაძემ.