მოიგე iPhone 14-ი ბილაინთან ერთად

2022-12-16 20:17:34

 მოიგე iPhone 14-ი ბილაინთან ერთად

თუ გიყვარს მუსიკა და დაინტერესებული ხარ ახალი შემსრულებლებისა და ნაწარმოების აღმოჩენით, მაშინ გეცოდინება, რომ უპირველესად უნდა მოიძიო  ციფრული პლატფორმა, რომელიც დაგეხმარება სასურველი მუსიკის მოსმენაში.

Stingray Music სწორედ ის ციფრული გამოწერითი სერვისია, რომელსაც მუსიკის მოყვარული ადამიანებისთვის სრულფასოვანი კონტენეტის შეთავაზება შეუძლია. ამასთანავე, გეძლევა შანსი Stingray Music-ისა და ბილაინის გათამაშების გამარჯვებული გახდე და iPhone 14-ი მოიგო.

გათამაშების პირობები ძალიან მარტივია:

გაიაქტიურე ბილაინის ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც საჩუქრად Stingray Music-ს პრემიუმ პაკეტი მოჰყვება.

გადმოწერე Stingray Music-ის აპლიკაცია და გაიარე მარტივი ავტორიზაცია.

აპლიკაციაში აირჩიე შენი ფავორიტი მუსიკალური არხი და საჯაროდ გააზიარე ფეისბუქის პირად გვერდზე ჰეშთეგით #BeelineMusic

გათამაშების გამარჯვებული იქნება ის ადამიანი, ვინც 25 დეკემბრის ჩათვლით საჯაროდ გაზიარებულ პოსტზე ჯამურად ყველაზე მეტ რეაქციას დააგროვებს.

კონკურსში მონაწილეობა და პრიზის მოგება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია, ხოლო თუ აბონენტი არასრულწლოვანია მას დასჭირდება მშობლის/კანონიერი მერუვის თანხმობა. პრიზის მისაღებად მოგებულმა პირადობასთან ერთად სიმ ბარათი უნდა წარადგინოს.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ „ბილაინის“ აბონენტებს აქვთ შესაძლებლობა უფასოდ ისარგებლონ Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტით რომელიც სხვა შემთხვევაში თვეში $3.99 ღირს. პრემიუმ პაკეტი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გარჩევადობას და თავისუფალია რეკლამისგან.

კანადაში დაფუძნებული კომპანია, Stingray Group Inc. მუსიკის, მედიისა და ტექნოლოგიების მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა. Stingray მსოფლიოს 156 ქვეყანაში ოპერირებს და 400 მლნ გამომწერი ყავს.

Stingray Music-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android სისტემაზე.