ახალიწლის მოახლოვებასთან ერთად, პიროტექნიკის გამოყენებაც აქტუალური ხდება.
ხშირია შემთხვევა, როდესაც პიროტექნიკის არასწორად გამოყენების შედეგად, ადამიანებს სხეულის სხვადასხვა ადგილებში სერიოზული დაზიანებები მიუღიათ.
განსაკუთრებულად საყურადღებოა, პიროტექნიკის გამოყენება არასრულწლოვანი პირების მიერ.
არსებული კანონმდებლობით, პიროტექნიკის არასრულწლოვანზე გაყიდვა დასჯადია და ჯარიმას ითვალისწინებს.
ფიზიკური პირები - 100 ლარის, ხოლო იურიდიული პირები 200 ლარის ოდენობით ჯარიმდებიან. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკურ პირებს 200 ლარის, ხოლო იურიდიულ პირებს 400 ლარის გადახდა მოუწევთ.