შშმ პირის ახდენილი ოცნება (ვიდეო)

2017-10-18 19:15:17

დღის ცენტრი „გენის“ ბენეფიციარებმა დაბადების დღე აღნიშნეს. დაბადების დღე, დღეს „გენის“ 4 ბენეფიციარს ჰქონდა. დღის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ერთ-ერთი ბენეფიციარის სურვილი თეთრი ლიმუზინით გასეირნება იყო. დღის ცენტრის ხელმძღვანელებმა გოგონას ეს სურვილი აუსრულეს და ქალაქის ქუჩები, მეგობრებთან ერთად ლიმუზინით შემოატარეს.

დაბადების დღის აღნიშვნაში საკუთარი წვლილი შეიტანა რესტორანმა „მადაგონმა“. რესტორანმა, ახალგაზრდებს, მათ მშობლებსა და მეგობრებს, უფასოდ უმასპინძლა. ნახეთ ვიდეო.