კაცმა, ძროხის გამო, მეზობელი დაჭრა

2022-12-13 20:23:54

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მეზობელმა მეზობელი დაჭრა.

კონფლიქტი ძროხის გამო დაიწყო - კაცი მეზობელს საქონლის მოპარვას აბრალებდა, რის გამოც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, შემდეგ კი ერთმა მეორეს იარაღიდან ესროლა.

როგორც შემდეგში გაირკვა, მოგვიანებით ძროხა სახლში დაბრუნდა.

50 წლამდე კაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. სავარაუდო დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.