რუსთავის ბაღებში ნაძვის ხეებს საზეიმოდ აანთებენ

2022-12-11 12:58:51

წელს რუსთავის ბაგა-ბაღების ყველა ფილიალის ეზოში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.

ინფორმაციას ააიპ “რუსთავის საბავშვო ბაგა - ბაღების გაერთიანება” ავრცელებს.

მათივე ცნობით ფილიალებში ნაძვის ხეებს 17:30 საათზე შემდეგი განრიგით აანთებენ.

13 დეკემბერი - 21-ე, 27-ე, მე-10-ე, 44-ე, მე-6-ე ფილიალები;

14 დეკემბერი - მე-11-ე, მე-18-ე, მე-17-ე, 20-ე, 22-ე ფილიალები;

15 დეკემბერი - 23-ე, 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 40-ე ფილიალები;

16 დეკემბერი - 37-ე, 36-ე, 41-ე, 43-ე, 25-ე, მე-8-ე ფილიალები.