ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები გარდაბანშია

2017-10-17 15:35:51

გარდაბნის ღვთისმშობლის შობის ტაძარში წმიდა დიდმოწამის, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს. გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მართლმადიდებელ მრევლს საშუალება მიეცა, სამი დღის განმავლობაში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს მიეახლოს.


17 და18 ოქტომბერს, დილის წირვის შემდეგ პარაკლისი, საღამოს 16 საათზე კიმწუხრის ლოცვა აღევლინება.
19
ოქტომბერს საღამოს ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ბოლნისის ეპარქიაში გადააბრძანებენ.

 ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან  23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს და 6 თვის განმავლობაში სრულიად საქართველოს მოატარებენ.