მე-3 დღეა დაკარგულ კაცს ეძებენ [photo]

2022-12-07 20:57:39

ადიგენის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა დაკარგულ კაცს ეძებენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული კაცის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, ელგუჯა ბაქრაძე სახლიდან, სოფელ ხევაშენიდან,  5 დეკემბერს, დაახლოებით  დილის 10 საათზე გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

ახლობლების ინფორმაციით, 59 წლის მამაკაცი ახალციხის მიმართულებით წავიდა. ოჯახმა დახმარებისთვის პოლიციასაც მიმართა.

ინფორმაციის შემთხვევაში, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე - 599 443 463