პოლონეთში ახალგაზრდა ქართველი დააკავეს

2022-12-07 19:21:21

პოლონეთში ერთ-ერთ სასაზღვრო პუნქტთან ახალგაზრდა ქართველი კაცი დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი თქმით, სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებმა 32 წლის ქართველს, რომელიც მიკროავტობუს მართავდა, შემოწმების მიზნით გაჩერება მოსთხოვეს, თუმცა მძღოლი არ დაემორჩილა და სიჩქარის მომატების შედეგად პოლიციის მანქანას დაეჯახა.

პოლონელმა სამართალდამცავებმა მიკროავტობუსში 23 სირიელი ლტოლვილი აღმოაჩინეს და ქართველთან ერთად ადგილზევე დააკავეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები