სამშობიარო გართულებით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

2022-12-07 14:07:21

თბილისში, სამშობიარო გართულების შემდგომ კლინიკაში 33 წლის ქალი გარდაიცვალა. 

გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, მედიკოსებმა პაციენტს არასათანადო მკურნალობა ჩაუტარეს.

არსებული ინფორმციით, დაიღუპა ჩვილიც.

"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს აზუსტებს.

საქმის შესწავლა რეგულირების სააგენტომ უკვე დაიწყო.