ახალდაბასთან ტრაილერის, სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების და პოლიციის მანქანების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილია 85 წლამდე ქალი, რომელიც კერძო კატასტროფის მანქანას, სავარაუდოდ, თბილისში გადაჰყავდა. ავარია ახალდაბასთან 4 დეკემბერს, საღამოს მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯამში ოთხი ადამიანი დაშავდა, ოთხივე მათგანი ხაშურის საავადმყოფოში შეიყვანეს. როგორც კლინიკის საზდოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განaცხადეს, 85 წლამდე პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ორი მათგანი ამ დრომდე ხაშურის კლინიკაში რჩება. მეოთხე პაციენტი თბილისში განაგრძობს მკურნალობას.
მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე