საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ გავლით, ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით საქართველში უკანონოდ გადმოიტანა დიდი ოდენობით, სხვადასხვა დასახელების ძვირადღირებული მედიკამენტები. საგამოძებო სამსახურმა ბრალდებული საბაჟო კონტროლის ზონის დატოვების დროს დააკავა, ხოლო მედიკამენტები მისი კუთვნილი ავტომობილიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღო. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 - დან 5 წლამდე ვადით.