სოფელ კარათაკლიაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცავები კარათაკლეას მკვიდრის, ახალგაზრდა მამაკაცის სახლში იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორის დასაკავებლად მიმდინარეობს. სახლთან სამართალდამცავების გარდა, მამაკაცის ახლობლები და მეზობლები იმყოფებიან, რომლებიც ნარკორეალიზატორობაში ბრალდებულს დადებითად ახასიათებენ.
სპეცოპერაცია კარათაკლიაში 40 წუთზე მეტია მიმდინარეობს.