საახალწლო სამზადისი რუსთავში

2022-12-03 11:27:08

რუსთავში, მერიის წინ, მთავარი საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყო.

შესაბამისი სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დილიდან მიმდინარეობს და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დასრულდება.

ჯერ-ჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი, როდის აინთება ნაძვის ხე.

ინფორმაციისთვის, ქალაქში საახალწლო სამზადისი ნოემბრის დასაწყისიდან მიმდინარეობს.

განათებების დამონტაჟება კოსტავას ქუჩიდან დაიწყო და მთავარი გამზირი სატესტო რეჟიმში უკვე განათდა. ეტაპობრივად, ილუმინაციებითა და სადღესასწაულო აქსესუარებით ირთვება ქალაქის სხვა ლოკაციებიც.

სამუშაოებს აიიპ "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები ახორციელებენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები