2 გარდაცვლილი და 7 დაშავებული

2017-10-16 17:33:03

სოფელ სართიჭალასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 30 წლამდე და 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი ორსულად იყო. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები გურჯაანის მაცხოვრებლები იყვნენ. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც შსს ინფო რუსთავთან საუბარში აცხადებს, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.