ძლიერი ხანძარი რუსთავში [video]

2022-12-02 13:15:31

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში არსებული კარაქის საწყობის ტერიტორიაზე ხანძარი იყო.

სავარაუდოდ, ცეცხლი ელექტრო სადენებს გაუჩნდა.

ადგილზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ამ დროისთვის, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ჭყონდილელის დასახლებაში მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.



 

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები