გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში შიდა გზების მოასფალტება დაიწყო, სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტს „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს.
სამუშაოების განსახორციელებლად 2 309 600 ლარია გამოყოფილი, რომლის ძირითადი ნაწილი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსება კი 5 პროცენტს შეადგენს.
აღნიშნულ მონაკვეთზე სულ 11 კილომეტრი ასფალტი დაიგება.