გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში ხანძრის შედეგად 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, სადაც კაცი მარტო ცხოვრობდა.
მეზობლები ცეცხლის გაჩენის ერთ-ერთ ვერსიად სიგარეტის ნამწვს ასახელებენ.
მათივე თქმით, ქარმა ხანძრის სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი, რის შედგად 3 საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ფოტო: tv მონიტორინგი