რუსთაველები თბილისში ვერ მიდიან (ფოტოები)

2017-10-16 10:27:57

რუსთაველები რომლებიც თბილისში სწავლობენ ან მუშაობენ დედაქალაქში წასვლას ვერ ახერხებენ. დილიდან პრობლემებია იმ სადგურებზე საიდანაც მიკრო ავტობუსებს მგზავრები თბილისის მიმართულებით გადაჰყავთ. "ინფო რუსთავმა" თითქმის ყველა სადგური მოინახულა და აღმოჩნდა რომ 9:30-10:00 პერიოდში არცერთ სადგურზე მიკროავტობუსი არ იყო. ასეულობით მგზავრი ტრანსპორტის გამოჩენის მოლოდინშია, მათი ნაწილი ცენტრალურ ხიდზე ფეხით იმ იმედით გადადის რომ მიკრო ავტობუსში ერთი ადგილი მაინც ნახოს თავისუფალი და მოახერხოს დედაქალაქში წასვლა. კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ რომ - "შეფერხება ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით შეიქმნა. საავტომობილო საცობია მთავარ მაგისტრალზე, რესტორან "მარაბდასთან" და ასევე შემოვლით გზაზე, სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც კი მძღოლები მოახერხებენ საცობიდან თავისდაღწევას ვეცდებით რომ გრაფიკი არ დავარღვიოთ და მგზავრები დროულად გადავიყვანოთ."