გარემოს ეროვნული სააგენტო - "16 და 17 ოქტომბრს საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს."
მომდევნო ოთხი დღის მანძილზე რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 16 ოქტომბერი - 15°C, 17 ოქტომბერი - 16°C, 18 ოქტომბერი - 20°C, 19 ოქტომბერი - 19°C.