მეწყერი იტალიაში [video]

2022-11-27 14:02:54

იტალიაში ძლიერ სტიქიას ებრძვიან. [ვიდეო/video]

ძლიერი გადაუღებელი წვიმების გამო იტალიის სამხრეთ ნაწილში მეწყრული პროცესები განვითარდა.

სტიქიის დროს ათობით შენობა დაინგრა. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ხოლო 12 დაკარგულად გამოცხადდა.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მატეო პიანტედოსის განცხადებით, სიტუაცია ძალიან რთულია და დაკარგული ადამიანები შესაძლოა ტალახის ქვეშ არიან მოყოლებული.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები