საუკეთესო შეთავაზება სკოლამდელი ასაკის რუსთაველ ბავშვებს და მათ მშობლებს! სკოლამდელი აღზრდის ცენტრი “ბასკო“ გთავაზობთ ევროპული სტანდარტებით შემუშავებულ და სწავლების საუკეთესო მეთოდებზე დაფუძნებულ სასწავლო–სააღმზრდელო პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივ სტანდარტსაც და სასკოლო მზაობისთვის მნიშვნელოვან კომპონენტებს, პროგრამა განკუთვნილია ხუთი წლიდან შვიდ წლამდე ბავშვებისათვის, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალურ განვითარებას, აღსაზრდელის ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ორიენტირებულია შემდეგ მიმართულებებზე:
* მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
* სამყაროს შეცნობა;
* პიროვნული, სოციალური და ემოციური განვითარება;
* კომუნიკაცია (მოსმენა და მეტყველება), მშობლიური და ინგლისური ენა;
* სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
* ფიზიკური განვითარება.
ჩვენი მიზანია განვავითაროთ მსჯელობის, აზრის თავისუფლად გამოთქმის და მისი დაცვის, ანალიზისა და შეფასების უნარი, რაც დაეხმარება ბავშვს დამოუკიდებლად დაიმკვიდროს მნიშვნელოვანი ადგილი სასკოლო ცხოვრებაში.
პროგრამა მოიცავს ხუთდღიან სასწავლო კურსს ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 9 საათიდან 18 სააამდე (ორჯერადი კვებით), 20 ბავშვიან ჯგუფში იმუშავებს ორი პროფესიონალი პედაგოგი (მუსიკის, ხელოვნების, მათემატიკის, ინგლისურის პედაგოგები და ექთანი)
ცენტრში იფუნქციონირებს საკვირაო სკოლა 5-9 წლის ბავსვებისათვის - მეცადინეობები ჩატარდება შაბათს და კვირას.
მისამართი: რუსთავი, ბოსტანქალაქის ქუჩა 3
ტელეფონი: 579 65 22 88, 577 21 14 10
საბუთები მიიღება 17 ოქტომბრიდან ®