პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში 33 წლის ქართველი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალგაზრდა კაცმა ერთ-ერთ აფთიაქში სხვადასხვა ნივთი მოიპარა. როდესაც ტერიტორიის დატოვებას აპირებდა, დაცვამ მისი შეჩერება სცადა, რა დროსაც ქართველმა აფთიაქის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა.
ახალგაზრდა კაცი პოლონელმა სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.