გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურმა თეატრმა 50-ე საიბილეო სეზონი, რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის სპექტაკლით "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ გახსნა. სპეტაკლის დაწყებამდე სოსო ნემსაძემ მაყურებელს თეატრის განვითარების გეგმების შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა. რეჟისორის თქმით მიმდინარე სეზონზე მაყურებელს საშუალება ექნება 4 პრემიერა იხილოს. სპექტაკლში რომელმაც სეზონი გახსნა, სოსო ელიზბარაშვილი, ნუკრი არჩვაძე, თეა შარვაძიძე, ნათია მელაძე ანა შარვაძე, გიორგი ბუაძე, ლაშა კანკავა, ზაზა თაგოშვილი და ვაკო კობერიძე მონაწილეობენ. რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის მიერ თამარ ფხაკაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ორი ძმის შესახებ გვიამბობს, რომლებიც ქალაქში ქირით ცხოვრობენ, თავიანთი სახლ-კარი კი კონფლიქტის ზონაში, ერთერთ სოფელში აქვთ. სპექტაკლი 2008 წლის მოვლენებს ასახავს. სპექტაკლის პრემიერა გასული წლის 8 დეკემბერს შედგა.
19 ოქტომბერს კი თეატრი დამფუძნებელი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის 90 წლის იუბილეს მისი ფოტო გამოფენით აღნიშნავს.