ავარია გაჩიანის გზაზე (ვიდეო)

2017-10-15 18:16:56

ავტოსაგზაო შემთხვევა გაჩიანის გზაზე მოხდა, ერთმანეთს "ტოიოტა"-ს მარკის პოლიციის ავტომობილი და "ოპელი"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ. შეჯახების შედეგად პოლიციის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მსუბუქ ავტომობილში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ნახეთ ვიდეო.