რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე მივიდა. ლაცაბიძე 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.
წარმომადგენლობით ორგანოში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
ენმ-ის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, მერი პროექტის წარდგენისას დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებდა.
ლაცაბიძე აღნიშნავს, რომ შეურაცხყოფა ისაა, როდესაც ქალაქის არჩეული საკრებულოს წევრები მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვისას სხდომიდან "გარბიან".
"ქართული ოცნების" დეპუტატების თქმით, დამამცირებელი ტერმინოლოგია სხდომაზე თავად ენმ-ის წევრების მხრიდან ისმოდა.
სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება.