რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე მივიდა. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ლაცაბიძე 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს. ენმ-ის დრპუტატებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, მერი პროექტის წარდგენისას დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებდა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც ენმ-ის წევრები დარბაზში დაბრუნდნენ. ლაცაბიძე აღნიშნავს, რომ შეურაცხყოფა ისაა, როდესაც ქალაქის არჩეული საკრებულოს წევრები მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვისას სხდომიდან გარბიან. “ქართული ოცნების” დეპუტატების თქმით, დამამცირებელი ტერმინოლოგია სხდომაზე თავად ენმ-ის წევრების მხრიდან ისმოდა.