სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები

2017-10-15 17:19:18

პროექტის სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების ფარგლებში დღეს ახალი ჯგუფები შეიქმნა. გუნდებს ააიპ რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის მწვრთნელები ვარჯიშებს სახალისო ფეხბურთის მეთოდოლოგიით ჩაუტარებენ. ბავშვებს დღეს ეკიპირება გადაეცათ, მათ ვარჯიშს მერობის კანდიდატი და საფეხბურთო კლუბ რუსთავის ფეხბურთელები დაესწრნენ. პატარებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და წარმატებები უსურვეს.