რუსთავში წყალმომარაგება შეიზღუდება

2017-10-15 16:19:58

კომპანია "რუსთავის წყალი" წყალმომარაგების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - "ქ. რუსთავი, გაგარინის ქ. N 4ა-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 15 ოქტომბერს 16:30-დან 21:00 საათმდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ქალაქის მარჯვენა სანაპიროს. ( გარდა: მე-6, მე-7, მე-7ა და მე-8 მ/რ-ის )"