რუსთავში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს. თავდაპირველად სიწმინდის ნახვის შესაძლებლობა ქალაქის შემოსასვლელში შეკრებილ მრევლს ჰქონდა რის შემდეგაც დედოფლის წმინდა ნაწილები წმ.ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს.
რუსთაველ მრევლს სიწმინდის მოლოცვა სამი დღის განმავლობაში, 17 ოქტომბრამდე შეეძლება.
სიწმინდეები 17-დან 19 ოქტომბერამდე გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიაში გადაინაცვლებს, სიწმინდეს 19-დან 21 ოქტომბრამდე ბოლნისის, 21-დან 23 ოქტომბრამდე დმანისისა და ლორე-ტაშირის, 23-დან 25 ოქტომბრამდე მანგლისისა და თეთრიწყაროს, 25-დან 27 ოქტომბრამდე კი აგარაკ-წალკის ეპარქიაში დაააბრძანებენ.
შეგახსენებთ, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ინდოეთიდან საქართველოში 6 თვით 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს. ნახეთ სრული განრიგი. ნახეთ ვიდეო.