"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს დაგეგმილ აქციას რუსთავიდანაც უერთდებიან. "ენმ"-ის რუსთავის ოფისიდან 20-მდე მიკროავტობუსი უკვე გავიდა. პარტიის მხარდამჭერები რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს 2 მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადაეცა.
საპროტეტო აქცია-მსვლელობა მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ დაიწყება და მონაწილეები რუსთაველის გავლით სოლოლაკისკენ გაემართებიან.