თბილისში ორი წლის ბავშვი პიტბულმა დაგლიჯა. როგორც "ინფო რუსთავს" შესაბამის სამსახურში განუცხადეს, ბავშვი ამ დროისთვის მძიმე დაზიანებებით ციციშვილი კლინიკაშია მოთავსებული. მას ოპერაცია უტარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლი, რომელიც მოულოდნელად აგრესიული გახდა, ბავშვის ოჯახს ეკუთვნის.