ზუგდიდიში 14 წლის მოზარდის გარდაიცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება საღამოს რვა საათზე, ქალაქის ცენტრში, მესხიას ქუჩაზე მოხდა. როგორც ირკვევა, კონფლიქტი იქვე მდებარე სტადიონზე ფეხბურთის თამაშის დროს დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბის შემდეგ ახალგაზრდები მალევე დაიშალნენ, მაგრამ კამათის ერთ-ერთი მონაწილე მალე უკან მძიმედ დაჭრილი დაბრუნდა და შველა ითხოვა.
მოზარდი ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა.
"ინფო რუსთავი" ოფიციალურ ინფორმაციას შსს-სგან ელოდება.