მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩაში 9 წლის გოგონა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ავრცელებენ.
ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია გოგონას გარდაცვალება, თუმცა, ახლობლები ერთ ვერსიაზე საუბრობენ. გავრცელებული ვერსიით, გოგონას გართულებები კბილის ამოღების შემდეგ დაეწყო.
ჰქონდა თუ არა მოზარდს მანამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, ჯერჯერობით უცნობია.