რუსთაველებმა სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყეს

2017-10-14 17:48:30

საკალათბურთო გუნდმა "რუსთავმა" სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო. შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, სადაც რუსთაველი კალათბურთელები "მგზავრებს" დაუპირისპირდნენ. მატჩი 28-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 69:97 "რუსთავის" სასარგებლოდ დასრულდა.

მომდევნო შეხვედრას რუსთაველები 19 ოქტომბერს რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში გამართავენ.