ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში "სარფი" და "წითელი ხიდი", მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ნ.მ.-სა და ნ.ა.-ს როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა - 149,73 გრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 16 100,07 ლარის ოდენობით შეეფარდათ.