ხვალ რუსთავში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ. სიწმინდეს პირველის ნახევარზე ქალაქის შემოსასვლელში დააბრძანებენ, სადაც მას რუსთაველები დახვდებიან, ხოლო შემდეგ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები წმ.ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში გადაინაცვლებს. მორწმუნეებს წმინდა ქეთევანის ნაწილების მოლოცვა 17 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში 6 თვით 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს. სიწმინდე უკვე იმყოფებოდა კახეთის ეპარქიებში., ასევე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში. 17-19 ოქტომებრს წმინდა ნაწილებს გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიაში დააბრძანებენ, 19-21 ოქტომბერს - ბოლნისის ეპარქიაში, 21-23 ოქტომბერს დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქიაში, ხოლო 23-25 ოქტომბერს - მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიაში.